ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის საჯარო სკოლა
სასკოლო საზოგადოების საყურადღებოდ!!!
2024 წლის 27 სექტემბერს გაიმართება ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, სადაც განიხილება სსიპ-ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხი. საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, ,,zoom"-ის პლატფორმის გამოყენებით. წარმოგიდგენთ ბმულს:
https://us02web.zoom.us/j/82528761850?pwd=3hvu9haMNWkd8XNJ2MdH0Uk1iaPcnz.1
სხდომა საჯაროა
სასკოლო საზოგადოების საყურადღებოდ!!!
სკოლაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალა სტრატეგიული გეგმის შეფასებისა და ავტორიზაციის ჯგუფის რეკომენდაციების საფუძველზე, 2024 წლის 20 დეკემბრამდე, სსიპ-ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის საჯარო სკოლის სტრატეგიულ გეგმაში ცვლილებების პროექტის მომზადება და დასამტკიცებლად წარდგენა. კერძოდ ჯგუფს დაევალა სტრატეგიული მიზნებისა და შესაბამისი ამოცანების დაზუსტება ახალი გარემოებების შესაბამისად, აგრეთვე სკოლის ხედვისა და ღირებულებების ერთმანეთისგან გამიჯვნა. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ჩაერთონ ჯგუფის მუშაობაში - ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სკოლის დირექციას.
სასკოლო საზოგადოების საყურადღებოდ!!!
ცვლილებები შევიდა სსიპ-ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის საჯარო სკოლის საქმისწარმოების წესში. გთხოვთ გაეცნოთ განახლებულ დოკუმენტს(იხ. ბმული)
სტრატეგიული გეგმისა და ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში
2024 წლის 17 ივნისს გაიმართა სსიპ-ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომა, სადაც განხილულ იქმა სკოლის სტრატეგიული და ერთწლიანი გეგმების შესრულების ანგარიშები. სამეურვეო საბჭომ დაამტკიცა სკოლის დირექტორის მიერ წარმოდგენილი ანგარიშები(იხ. ბმული დანართი#1 , დანართი#2 და დანართი#3 )
სასკოლო საზოგადოების საყურადღებოდ!!!
სსიპ-ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის საჯარო სკოლაში დაიწყო მუშაობა 2024-25 სასწავლო წლის საგნობრივ კურიკულუმებზე. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გაეცნოთ სამუშაო მასალებს მითითებულ ბმულზე (იხ. ბმული) და შენიშვნების შემთხვევაში დაუკავშირდეთ საგნის მასწავლებლებს. სასკოლო სასწავლო გეგმა დამტკიცდება ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სექტემბრის პირველ კვირაში.
2024 წლის 26 აპრილს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ახალგაზრდული პროგრამების მონაწილე ახალგაზრდების ინიციატივით სოფ. მერიის იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიაში მოეწყო მათივე მონაწილეობით შექმნილი ვიდეო რგოლის პრეზენტაცია, რომლის ძირითადი თემა თაობათა მრავალფეროვანი გამოცდილებებია. სათემო ინიციატივა მიზნად ისახავდა მრავალფეროვანი გარემოს მნიშვნელობის პოპულარიზებას. ინიციატივის ფარგლებში ახალგაზრდებმმ გადაიღეს ვიდეო რგოლის, რომელიც ხაზს უსვამს მათ უნიკალურობას,განსხვავებულობას და ერთიანობას. შეხვედრაზე განიხილეს ვიდეო და იმსჯელეს ემოციური მრავალფეროვნების ცნების შესახებ. ასევე, ორგანიზაციის ფსიქოლოგმა ისაუბრა ემოციურ ინტელექტზე, საბაზისო ემოციებსა და მათ გავლენაზე მოზარდის განვითარების პროცესში.
ესეც VIII-ბ კლასის მოსწავლეთა მიერ განხორციელებული საინტერესო აქტივობა-იმიტირებული სასამამართლო პროცესი/მ.ჯავახიშვილი, ,,ეშმაკის ქვა""/.
/ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა, ხელმძღვანელი: ზ.ბაქანიძე, მასწავლებელი:ნ.კოსტავა/. (20,04,2024)
მესამე კლასელების მიერ ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე ჩატარებული პრაქტიკული სამუშაო თემაზე ,,მცენარის აღმონაცენზე გარემო ფაქტორების ზემოქმედების შესწავლა''.
მასწავლებელი: ნანა მოისწრაფეშვილი(17,04,2024)
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით 5ბ კლასის მოსწავლეებმა და დამრიგებელმა გამართეს დისკუსია თემაზე "ქართული მარტო ენაა?".მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის ისტორიული როლის შესახებ. (14,04,2024)
საახალწლო ზეიმი
2023 წლის 29 დეკემბერს მერიის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა (კლასის ხელმძღვანელი დალი ტერმაკოზაშვილი) საახალწლო ღონისძიება ჩაატარეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები, პედაგოგები. პატარებმა დამსწრეებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საკონცერტო ნომრები წარმოადგინეს.
შემაჯამებელი შეხვედრა ტექნოპარკში
21 დეკემბერს ოზურგეთის ტექნოპარკში ჩატარდა წლის შემაჯამებელი ღონისძიება-ფორუმი, სადაც სტუმრებმა დაათვალიერეს ოზურგეთის ტექნოპარკში შექმნილი სხვადასხვა პროტოტიპები. შეხვედრაში საკუთარი პროექტით მონაწილეობა მიიღეს სოფელ მერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.